საზოგადოება
06.09.2021 11:00
მე მხარს დავუჭერ, რომ პირველ რიგში, სამედიცინო მუშაკებისთვის და მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს - ამირან გამყრელიძე

ნაადრევად მოხდა შეზღუდვების და გარკვეული რეგულაციების შემსუბუქება, ამასთან,  ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი. მე მხარს დავუჭერ, პირველ რიგში, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში მასწავლებლებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიასთან განაცხადა.

„სამწუხაროდ, რეგულაციები შევამსუბუქეთ იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი და ადამიანთა ყოფა მძიმე მდგომარეობაში იყო. ვფიქრობ, რომ ნაადრევად მოხდა შეზღუდვების და გარკვეული რეგულაციების შემსუბუქება, ამასთან,  ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი. მე მხარს დავუჭერ, პირველ რიგში, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და ბავშვებმა სწავლა დაიწყონ. ვაქცინაციას მნიშვნელოვანი როლი აქვს. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები