საზოგადოება
03.09.2021 16:03
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიული განათლების ცენტრი სასწავლო პროცესს 6 სექტემბერს განაახლებს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიული განათლების ცენტრი სასწავლო პროცესს 6 სექტემბერს განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულება ავრცელებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებებმა 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს დისტანციური ფორმით, შესაბამისად, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიული განათლების ცენტრი სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში განაახლებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის ბრძანებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა დაწესებულებებმა 2021 წლის 4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს დისტანციური ფორმით. ამგვარად, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და გორის პროფესიული განათლების ცენტრის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან, 6 სექტემბრიდან, სასწავლო პროცესი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში“, - ნათქვამია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დისტანციური სალექციო სწავლების პროცესი განხორციელდება Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.

კვირის ამბები