საზოგადოება
03.09.2021 14:44
ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა - თამარ გაბუნია

ვინც „სინოფარმს“ ელოდება, ვეტყვი, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა, რომლის მარაგიც ქვეყანაში გვაქვს, აბსოლუტურად იდენტურია და თავისუფლად შეუძლია მისი გამოყენება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა ელოდება „სინოფარმის“ ახალი დოზების მიღებას.

„სინოფარმის“ 600 000 დოზიდან, რაც საქართველოში გვქონდა, პირველი დოზით 300 000 მოქალაქე აიცრა და ახლა მიმდინარეობს მეორე დოზით აცრის პროცესი. რაც შეეხება ვაქცინის დამატებით შემოტანას, გეტყვით, რომ ველოდებით, „სინოფარმის“ ახალი დოზების ქვეყანაში შემოსვლას. თუ რომელიმე მოქალაქე ამ ვაქცინას ელოდება, მას მალე შეეძლება მისი გაკეთება, მაგრამ „სინოვაკი“, რომლის პირველი დოზები საქართველოში ახლაც გვაქვს, აბსოლუტურად იდენტურია და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება, თუკი ვინმეს ურჩევნია ამ ტიპის ვაქცინა“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ „სინოფარმის“ აცრით პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაახლოებით 10 დღის წინ შეჩერდა.

კვირის ამბები