საზოგადოება
03.09.2021 14:43
ეკატერინე ტიკარაძე - გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა, ამიტომ ამ ასაკობრივ კატეგორიას აქტიური ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ

გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. შესაბამისად, ეს მონაცემი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით, ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აცრების კომპონენტში კვლავ ახალგაზრდები ლიდერობენ, ზემოხსენებულ ასაკობრივ ჯგუფში კი, ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა დაბალია.

„კაცებში კრიტიკულ ასაკად 70-79 წელი გამოიკვეთა, ხოლო ქალებში - 80-90 წელი. აცრების კომპონენტში ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გვაქვს ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა. მიგვაჩნია, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად და არ მივყვებით გასულ წელს დადგენილ ვაქცინაციის კალენდარს, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ეს კალენდარი განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომ მნიშვნელოვანია ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი
კვირის ამბები