საზოგადოება
03.09.2021 13:23
გარდაცვლილი და ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცახდებით, ჰოსპიტალში მოხვედრილი კორონავირუსით ინფიცირებულების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ არის და გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობაც სწორედ არავაქცინირებულ პირებში ფიქსირდება.

რაც შეეხება გარდაცვლილთა ასაკობრივ ჯგუფებს, როგორც გაბუნიამ განაცხადა, როგორც პანდემიის წინა ტალღების დროს, ახლაც, გარდაცვალების შემთხვევები უმეტესად 70 წელს ზემოთ მოსახლეობაშია.

„ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში. რაც შეხეება ასაკობრივ სტრუქტურას - გასულ ტალღებთან მიმართებით, მიმდინარე ტალღაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში - 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში გარდაცვალება ერთეულია. მსგავსი ვითარება იყო გასული ტალღების პერიოდშიც. საყურადღებო ფაქტორი, რაც გარდაცვალებასთან მიმართებით სახელდება, არის დროული მომართვა კლინიკაში, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნებია სახეზე, მაშინვე ხდება პაციენტის გადამისამართება კლინიკებში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კვირის ამბები