საზოგადოება
03.09.2021 12:59
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 6-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას პირველი და მესამე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.  კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 165-175 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა  7 სექტემბერს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 15 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  www. pedagogi.ge  (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები