საზოგადოება
03.09.2021 11:07
საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 86 პაციენტი
ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა - ამის შესახებ ინფორმაციას შტოპცოვ.გე ავრცელებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 506 486-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა - 282, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 188, შიდა ქართლი - 213, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 237, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც, 7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი.
კვირის ამბები