საზოგადოება
02.09.2021 14:53
გორის №8 საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - ქალაქ გორის №8 საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია გაკვეთილების ჩატარებას
I, VI, VII, VIII და IX კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს და კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 362-396 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 5 სექტემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

კვირის ამბები