საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს დაასრულა 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის საფუძველზეც, 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა მოხდა.
დღეს, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, კიდევ 128 ოჯახს გადაეცა ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში.
,,როგორც მოგეხსენებათ, 31 აგვისტოს, თბილისში, 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გადავეცით საცხოვრებელი ბინები. დღეს გორში გადავცემთ 128 ბინას და ჯამში, 2013 წლიდან დრემდფე, 2000-ზე მეტი ბინა გადავეცით ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. ეს იყო სახელმწიფოს მიერ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომელიც სრულად დაიხურა ამ ბინების გადაცემით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი უბანი გამოვიდა, მაღალი ხარისხით არის შესრულებული სამშენებლო სამუშაოები, ასევე, მოპირკეთებულია შიდა ეზოც. მინდა, მივულოცო ახალმოსახლეობა ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, წარმატებები ვუსურვო და მშვიდობიან საქართვეოში ცხოვრება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა.
,,თავდაცვის სამინისტრომ დაასრულა 2007 წლის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რომლის ფარგლებშიც, 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ეტაპობრივად გადაეცა საცხოვრებელი ფართები. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა ბინა აშენებულია მშენებლობის მაღალი სტანდარტით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, რაც უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა თავდაცვის უწყებაში. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ ბედნიერ ახალმოსახლეობას“, - აღნიშნა თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდალმა პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ.