კულტურა
02.09.2021 12:17
გორის თეატრი ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში -„Homo Ludens“ მიიღებს მონაწილეობას

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, უკრაინაში, ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში -„Homo Ludens“ მიიღებს მონაწილეობას, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ერისთავის თეატრი მიწვეულია უკრაინაში ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე -“Homo Ludens” სპექტაკლით „ვაჟიშვილი“. მადლობა იმ ადამიანს/პროდუსერს, ვინც რეკომენდაცია გაგვიწია ფესტივალში მონაწილეობისთვის. იმედია ოქტომბერში შევხვდებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და მაყურებელს“, - აცხადებენ გორის თეატრში.

შეგახსენებთ, ცნობილი ფრანგი მწერლის ნაწარმოების მიხედვით, აღნიშნული წარმოდგენა  ევროპის არაერთი ქვეყნის სცენაზე დაიდგა. რაც შეეხება ერისთავის თეატრს, თანამედროვე რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა გორის თეატრის სცენაზე, ის, დაახლოებით, ერთი წლის წინ დადგა.

კვირის ამბები