საზოგადოება
01.09.2021 19:57
პარტია „საქართველოსთვის“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ანანიაშვილია

პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ საკრებულოების წევრობისა მერობის კანდიდატები დაასახელა. ყოფილმა პრემიერმა გორის მერობის კანდიდატად კონსტანტინე ანანიაშვილი წარადგინა.

პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი 2005 წლიდან შსს- ში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი იკავებდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, შემდგომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს.

„ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული, საქართველოს თითოეულ პუნქტში ვიბრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, ქარელის მერობისთვის ვახტანგ გოგიჩაშვილი იბრძოლებს, კასპში - გიორგი ბესტავაშვილი, ხაშური კი - ზვიად ტეფნაძე.

კვირის ამბები