სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სპეციალისტებმა გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი C.1.2, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობის მუტაციით ხასიათდება, - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, C.1.2. პირველად მაისში, ორ პროვინციაში დააფიქსირეს, 13 აგვისტოსთვის კი, აღნიშნული ვარიანტი უკვე ქვეყნის 6 პროვინციაში, ისევე როგორც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიში, პორტუგალიაში, ახალ ზელანდიასა და შვეიცარიაში იყო გამოვლენილი.
ახალი შტამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობა.
„ზოგადად ვირუსის მუტაციები ასოცირდება გადადების უნარის გაზრდასთან და ანტისხეულებისგან თავის არიდების გაზრდილ უნართან. ახალმა ვარიანტმა სხვა დანარჩენ ვარიანტებთან იმდენად ძლიერად განიცადა მუტაცია, რომ ეს შეშფოთებას იწვევს. ახალი შტამის შემთხვევაში გენომები ისე იქცევიან, როგორც კორონავირუსის „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების გაჩენის პირველ დღეები. მაისში ახალ შტამზე სეკვენირებული გენომების 0,2% მოდიოდა, ივლისში კი - 2%.“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამჟამად მეცნიერები ამ ახალ შტამს დეტალუტად სწავლობენ და ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად დაიცავს მისგან ადამიანს ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი.