სსიპ - ქალაქ გორის №2 საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია გაკვეთილების ჩატარებას პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს და კვირაში 14-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 450-1100 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 6 სექტემბერს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში