საზოგადოება
01.09.2021 12:33
იუსტიციის სამინისტრო კოვიდასაწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილებისთვის შეღავათებს აწესებს
იუსტიციის სამინისტრო კოვიდასაწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილებისთვის შეღავათებს აწესებს.
სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი ნახევარ ფასად მიიღებენ.
GMnews-ის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა; უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება;
50%-იანი ფასდაკლება კი, იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობის გაცემისას და ID ბარათზე სერთიფიკატის განახლებისას.
იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.
კვირის ამბები