შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს კიდევ ერთხელ შეხვდა. მინისტრმა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე პროცესი და ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.
შეგახსენებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაა და ამისთვის სახელმწიფო უწყებები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება