საზოგადოება
01.09.2021 11:24
სესხის სუბსიდირების პროგრამა ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან ამოქმედდა

სესხის სუბსიდირების პროგრამა ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან ამოქმედდა. გარდა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“-სა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კიდევ სამი ახალი კომპონენტი ამოქმედდა:

GMnews, სწორედ სააგენტოზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ პროგრამების დეტალურ განმარტებებს, რომელიც დრეიდან ამოქმედდა:

სახელმწიფო პროგრამა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ - პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით.

ბიზნეს უნივერსალი -  პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას.

ბიზნეს ექსპორტი - პროგრამის მიზანია ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საქართველოში მეწარმეობის მხარდაჭერა ახალი ან არსებული საწარმოების გაფართოვება-გადაიარაღებით. აღნიშნულის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას და სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას. ამავდროულად მეწარმე უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც.

აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება- პროგრამის მიზანია საქართველოში აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამივე კომპონენტით, კერძოდ, სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, სესხის უზრუნველყოფით და გრანტით.

პროგრამებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასაგებად ეწვიეთ ბმულს

დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, დაუკავშირდით სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე - 1525

კვირის ამბები