საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი, - აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 103 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 886 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა - 445, იმერეთი - 487, ქვემო ქართლი - 280, შიდა ქართლი - 223, გურია - 97, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 369, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 672 საიდანაც 7 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 560, საიდანაც 379 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია კოვიდ 19-ის 553 697 დადასტურებული შემთხვევა.