საზოგადოება
31.08.2021 14:38
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლასახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 11-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.  კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 500-700 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა  4 სექტემბერს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 15 სექტემბერია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  www. pedagogi.ge  (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

კვირის ამბები