საზოგადოება
31.08.2021 14:09
ექნებათ თუ არა მშობლებს სწავლის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების არჩევის შესაძლებლობა - მინისტრის განმარტება

თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვმა კვლავ დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს სწავლა, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული სასწავლო წლის მსგავსად, მშობლებს არჩევის შესაძლებლობა წელსაც ექნებათ.

„თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვმა კვლავ დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს სწავლა, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება. გასული სასწავლო წლის მსგავსად, მშობლებს არჩევის შესაძლებლობა წელსაც ექნებათ და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობლებს იმის საშუალებას მივცემთ, რომ არჩევანი თავად გააკეთოს - ბავშვებმა სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს თუ საკლასო ოთახში“, - განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

 

კვირის ამბები