საზოგადოება
21.11.2019 11:35
„თქვენთვის შეტყობინებაა“ - საინფორმაციო კამპანია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისთვის

ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია - „თქვენთვის შეტყობინებაა“ - გუშინ დაიწყო. ღონისძიების გახსნის ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

საინფორმაციო კამპანია სამდღიანია და გორის გარდა, შეხვედრები თელავსა და ქუთაისშიც მოეწყობა. როგორც ცნობილია, ზემოხსენებული კამპანიის მიზანი ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მოქალაქეების ინფორმირებაა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მოეწყობა თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელიც თვალსაჩინოს გახდის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ამასთან, გაიმართება თემატური პერფორმანსები და გამოფენები.

კამპანიას ორგანიზება გაუწია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ: „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“, „სიდა“, „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), საზოგადოება „ბილიკი“, „სოციალური ქოლგა“, პროექტი PITA. კამპანიის ფინანსური უზრუნველყოფა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და Save the Children-ის მიერ განხორციელდა.

კვირის ამბები