იუსტიციის სახლი სტუდენტებს სიახლეს სთავაზობს - დაიტანონ სტუდენტის სტატუსი პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე და ისარგებლონ შეღავათებით
როგორც უწყებაში აცხადებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსი დაიტანება 7 სამუშაო დღეში, უფასოდ. მოხმარებელი გადაიხდის მხოლოდ საფოსტო მომსახურების საფასურს.
დაინტერესებულმა პირებმა, სერვისის სარგებლობისთვის ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნონ პორტალზე: www. My. gov. ge
„იუსტიციის სახლი ყველა სტუდენტს ულოცავს სტუდენტობას და სთავაზობს სიახლეს - დაიტანონ სტუდენტის სტატუსი პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე და ისარგებლონ შეღავათებით. ფასდაკლებებით სარგებლობა შეგიძლიათ თეატრის, კინოსა და მატარებლის ბილეთების შეძენისას, მუზეუმებსა და ბოტანიკურ ბაღებში. ასევე, კერძო კომპანიების ინდივიდუალური შეთავაზებებისას“, - აცხადებენ უწყებაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში