საზოგადოება
31.08.2021 12:45
ფსიქიტრია-ფტიზიატრიის სამსახურის პაციენტებს „გორმედში“ ვაქცინაციის დამატებითი კაბინეტი მოემსახურება

,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებით ამოქმედდა ვაქცინაციის კაბინეტები, სადაც მიზნობრივი ჯგუფების აცრა მოხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ქსელი ავრცელებს.

 

,,კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებით ამოქმედდა ვაქცინაციის კაბინეტები, სადაც მიზნობრივი ჯგუფების აცრა მოხდება.

აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფები მოიცავს ფსიქიტრია-ფტიზიატრიის სამსახურის პაციენტებს და ასევე ონკოპაციენტებს.

აღნიშნული პაციენტების აცრა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე.

ამ ეტაპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს ,,სინოვაკით“ და ,,ფაიზერით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

კვირის ამბები