დღეიდან, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათი განახლებული დიზაინით გაიცემა
დღეიდან, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათი განახლებული დიზაინით გაიცემა - კოვიდბარათზე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი. ასევე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.
შეგახსენებთ, კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა. მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ფილიალში, უფასოდაა შესაძლებელი.