საზოგადოება
31.08.2021 11:56
სკოლა „ეისი“ გორში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სკოლა „ეისი“ გორში მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 16-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII, VIII, IX და XI კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 3 სექტემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

კვირის ამბები