საზოგადოება
20.11.2019 17:39
ქვემო და ზემო ხვითის დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზა ექსპლუატაციაში შევიდა

ქვემო ხვითის ცენტრიდან ზემო ხვითის ცენტრამდე არსებული საავტომობილო გზის 1 978 მ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მთის ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 1 038 000 ლარი დაიხარჯა.

2018-2019 წლებში ზემო და ქვემო ხვითში, ჯამში, 3 კილომეტრზე მეტი გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა, აღნიშნული სამუშაოებისთვის 1 699 970 ლარი გაიხარჯა. ამასთან, გასულ წელს, ქვემო ხვითში, რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე არსებული გზის 1 070 მეტრიან მონაკვეთსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 661 970 ლარის ღირებულების პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

კვირის ამბები