საზოგადოება
30.08.2021 16:09
სინოვაკის ვაქცინა  85-100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისგან - ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

სინოვაკის ვაქცინა  85-100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისგან - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ვაქცინა ავტორიზებულია 39 ქვეყნის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი,  მექსიკა და სხვა.

„ჩინური წარმოების (Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება. სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა. სინოვაკის ვაქცინა  85 - 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან. ამასთან, აღნიშნული ვაქცინა ავტორიზებულია 39 ქვეყნის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი,  მექსიკა და სხვა.

კვირის ამბები