საზოგადოება
30.08.2021 15:22
ვიდრე ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება, სასკოლო გარემოში სწავლის განახლების გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ - თამარ გაბუნია

ვიდრე ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება, სასკოლო გარემოში სწავლის განახლების გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ყველაზე ბოლოს, რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაციები, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში.

„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება ყველაზე სასურველი მოდელია, ამ მიდგომას იზიარებს და მხარს უჭერს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც. ვფიქრობთ, რომ ყველაზე ბოლოს, რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაციები, ეს არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან და ამჯერადაც, სასკოლო გარემოში სწავლის დაწყება დამოკიდებული იქნება ინფექციის გავრცელებასა და დადებითობის მაჩვენებელზე.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე ეპიდსიტუაცია საკმარისად არ გახდება სტაბილური, რათა სასკოლო გარემო უსაფრთხო იყოს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ვერ მივიღებთ.

პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ აქტიურად. ამდენად, ეპიდემიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა, რაც სასკოლო გარემოში სწავლის დაწყების რეკომენდაციის გაცემის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კვირის ამბები