საზოგადოება
30.08.2021 14:26
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი
საკოორდინაციო საბჭო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების საკითხზე ხვალ იმსჯელებს, - აღნიშნულის შესახებ ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ, იმისთვის, რომ სკოლებში სწავლა არადისტანციურად დაიწყოს, ინტენსიურად მიმდინარეობს მასწავლებლების ვაქცინაცია.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებას, ამის თაობაზე ჯერ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ხვალ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და მათ შორის ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგები მოგვცემენ“,- განაცხადა დავითაშვილმა.
კვირის ამბები