1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, პროგრამა საშუალებას მისცემს ოჯახებს მათი კეთილდღეობა გაიზარდოს და საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ.
„პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ის პროგრამაც, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. პირველი სექტემბრის შემდეგ, ასეთ ოჯახებს, ვისაც სურვილი აქთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მისცემთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.