საზოგადოება
30.08.2021 12:35
300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა - ირაკლი ღარიბაშვილი

300-მდე დევნილ ოჯახს, მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

GMnews-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართები.

კვირის ამბები