საზოგადოება
30.08.2021 12:19
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ ორსულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“, რომელიც სამშობიაროს, ქალთა კონსულტაციას, ბავშვთა სტაციონარს და პოლიკლინიკურ დეპარტამენტს აერთიანებს, ორსულებს ,,ფაიზერით“ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

სამ,ედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორსულის აცრისთვის ფაქტობრივად არ არსებობს უკუჩვენება და გართულებები.

,,დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ ორსულებს ვაქცინაციისკენ მოგიწოდებთ!

საქართველოში დელტა შტამით ორსულთა ინფიცირების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც, ზოგ შემთხვევაში, მთელი რიგი გართულებები გამოიწვია და უფრო მეტიც - დაფიქსირდა ლეტალობის ფაქტებიც.

გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროულად აცრა. უამრავი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორსულის აცრისთვის ფაქტობრივად არ არსებობს უკუჩვენება და გართულებები.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ,,ფაიზერმა“ ორსულებში საფუძვლიანი კვლელები გაიარა და მინიჭებული აქვს სრული ავტორიზაცია.

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ ორსულებს ვაქცინაციისკენ მოგიწოდებთ“, - ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები