საზოგადოება
20.11.2019 17:38
18 ახალი სკვერი 2019-ში - გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტს, მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, 18 ახალი სკვერი შეემატება. მათ შორის ერთი პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის, ოთხი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, ცამეტი კი - „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდა.
ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ცამეტი (ახალუბანი, ჯარიაშენი, ქვემო ნიქოზი, პატარა ხურვალეთი, არაშენდა, საქაშეთის დევნილთა დასახლება, მარანა, ფლაფისმანი, უფლისციხე, ქვემო არცევი, გალუსტაშვილის ქუჩა, ზუბალაშვილების ქუჩა N62 - ის მიმდებარედ, ვერხვების დევნილთა დასახლება) სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ერთი (გორი, ფერაძის ქუჩა) და იგეგმება ოთხი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია (მშვიდობის N27-სა და N29 კორპუსებს შორის, რომელაშვილისა და მუსხელიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სტალინის გამზირი N33 - ის მიმდებარედ, სტალინის გამზირი N29-ის მიმდებარედ). უწყების ცნობითვე, აღნიშნული სამუშაოებისთვის, ჯამში 422 129 ლარია გათვალისწინებული.

ზემოხსენებული სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, წლის დასაწყისში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა. მოქალაქეებმა პრიორიტეტული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შეარჩიეს.
კვირის ამბები