საზოგადოება
30.08.2021 10:50
კვირას ჩატარებული ტესტირების შედეგად საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

 ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი და

კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 7 329 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 660 პირი.

კვირის ამბები