საზოგადოება
30.08.2021 10:32
როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ საკითხს, რომ შემოდგომით ბავშვების ვაქცინაცია დავიწყოთ - ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ თუ სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელება მოხერხდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება.

კულუმბეგოვის თქმით, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, შემოდგომისთვის, მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციის დაწყების საკითხს.

„ბავშვებს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი არ აქვთ. საბედნიეროდ, ბავშვების 99.9 პროცენტში მსუბუქად და საშუალოდ მიდის კორონავირუსის მიმდინარეობა, მაგრამ თუ სასწავლო პროცესის სკოლაში გაგრძელება მოხერხდა, ამ სოციალიზაციის შემდგომ, ბავშვები დააგენერირებენ და სახლში მიიტანენ ინფექციას. ახლა, ზაფხულში პირიქით ხდება, ბავშვებს დაინფიცირების წყარო ძირითადად უფროსები არიან. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ახლა რაც შესაძლებელია მეტი ზრდასრული მოქალაქე აიცრას და შემოდგომისთვის, როგორც იმუნიზაციის საბჭოს წევრი, მხარს ვუჭერ, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კვირის ამბები