საზოგადოება
28.08.2021 13:21
საქართველოში კორონავირუსის 4 247 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 540 449-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 053 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 476 555-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა - 456, იმერეთი - 447, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 254, გურია - 121, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 389, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 693, საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 624 პირი,  საიდანაც 378 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კვირის ამბები