საზოგადოება
27.08.2021 19:54
საფრანგეთმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეიყვანა

საფრანგეთმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეიყვანა. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებილია, რომ მსოფლიოში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე, საქართველოსთან ერთად „წითელ ზონაში“ კიდევ რამდენიმე ქვეყანა მოხვდა - ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთში „წითელი ზონიდან“ ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ერთ-ერთი მოთხოვნაა, რტომ ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც.

აღნიშნულ ქვეყანაში დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson). ვაქცინირებულმა პირებმა, ასევე, უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.

წითელი ზონიდან ქვეყანაში შესული პირი ექვემდებარება 10 დღიან სავალდებულო კარანტინს. კარანტინის გავლა მოხდება წინასწარ, მოქალაქის მიერ დაჯავშნილ ადგილზე ან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ სასტუმროში. ნებისმიერ შემთხვევაში, 10 დღიანი კარანტინის ხარჯებს დაფარავს თავად მოქალაქე.

ცნობისთვის, საფრანფეთი წითელი ზონიდან ქვეყანაში შესვლის საშუალებას აძლევს არავაქცინირებულ პირებსაც, თუმცა, ამისათვის გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.

კვირის ამბები