საზოგადოება
27.08.2021 17:29
საქართველო გერმანიისგან 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მალე საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, „ჯონსონ ენდ ჯონსონით“ იმუნიზაცია მხოლოდ ერთი დოზით ხდება.

„გერმანიის მთავრობისგან ველოდებით მალე დახმარებას 50 000 „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ ვაქცინით. ეს არის ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად კეთდება და არა ორი ინექციით. დიდი ალბათობით ეს სექტემბერში უკვე გვექნება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები