საზოგადოება
27.08.2021 15:23
გორის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჭრა-კერვა-მოდელირების კურსი 24-მა ახალგაზრდამ გაიარა

გორში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, გორის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჭრა-კერვა-მოდელირების კურსი კიდევ 24-მა ახალგაზრდამ გაიარა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი სამთვიანი იყო და მისი ჯამური ღირებულება 4 410 ლარს შეადგენდა, საიდანაც 3 180 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

„მიმდინარე წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნაბიჯი განვითარებისთვის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი „გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი 18-29 წლამდე ახალგაზრდების გადამზადება დასაქმების მიზნით“ უწყებამ „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსა“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გორის მერია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ პროექტს მეხუთე წელია აფინანსებს. შესაბამისად, 2017 წლიდან დღემდე 162 ბენეფიციარი გადამზადდა, მათგან 80 უკვე  დასაქმდა.

კვირის ამბები