საზოგადოება
27.08.2021 12:43
რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახალი შემთხვევების რაოდენობას, რაც ეპიდემიის შეკავების იმედის ნაპერწკალს იძლევა

რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ახალი შემთხვევების რაოდენობას, რაც ეპიდემიის შეკავების იმედის ნაპერწკალს იძლევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, თუ სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, სერიოზულად გავტეხავთ წელში პანდემიას​.

„სექტემბერი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგვისტოში საშუალოდ გვაქვს 23 000 აცრა. სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რომ ტემპი არ დაგვივარდეს, თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას. ორი დღეა დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10%-ს, თუმცა 7-14 დღის მონაცემები ჯერჯერობით იმავე ფარგლებშია. შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც 7000-ით, ინფიცირებულების რაოდენობა დღესაც ბევრი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შესაძლოა შეკავდეს. მომდევნო ორ თვეში ჩვენი მთავარი სიტყვა და მოწოდება უნდა იყოს, რომ „წავიდეთ და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები