საზოგადოება
27.08.2021 11:03
სკოლა „ეისი“ გორში დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სკოლა „ეისი“ გორში დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას  I - III კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ლი სექტემბერია მითითებული. 

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები