ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 536 202-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 585 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 473 502-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 101 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ხალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 639 შემთხვევა, აჭარა - 449, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 222, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 294, კახეთი - 343, მცხეთა-მთიანეთი - 183, სამცხე-ჯავახეთი - 100, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573-ს შეადგენს.