საზოგადოება
27.08.2021 10:22
დღეიდან „სინოფარმის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირება და ასევე ცოცხალი რიგით აცრა იზღუდება

დღეიდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, შეზღუდვა ეხება როგორც წინასწარ ჯავშნებს, ასევე ცოცხალ რიგს.

„2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება, როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით. შეზღუდვა გაგრძელდება ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

ამასთან, შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით“, - ნათქვამია ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პირველი დოზით აცრის მსურველებს მოუწოდებს, დაჯავშნონ და აიცრან „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით.

კვირის ამბები