საზოგადოება
26.08.2021 14:32
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარაში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ თხილნარაში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, ბოშურის ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლებიდან გზები კიდევ ოთხ სოფელში: ტუსრევში, ყველაანთუბანში, გაგლოაანთუბანსა და ლევიტატანაშიც გაიწმინდება.
„საპროექტო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 10 კილომეტრამდეა. რაც შეეხება შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებას,  50 000 ლარია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთის ამ სოფლებში არსებულ გზებზე გადაადგილებისას პრობლემები აღარ შექმნება“, -ამბობენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, 2021 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული პროექტები 120 სოფელში განხორციელდება, რისთვისაც, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 596 000 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. 

 

კვირის ამბები