წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.ვაკანტური პოზიცია კვირაში 23-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უფროსი მასწავლებლის სტატუსი. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 250-300 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 აგვისტოს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში