საზოგადოება
26.08.2021 12:14
საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდის  პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. აპლიკანტებს ოთხივე ნაწილის მიღებული შედეგის ხილვა - წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა - პირად გვერდზე შესვლით შეუძლიათ.  

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

ამასთნ, მაგისტრანტობის კანდიდატებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

რაც შეეხება აპელაციებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება 27 აგვისტოს დაიწყება.

დამატებითი დეტალები ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

კვირის ამბები