საზოგადოება
26.08.2021 11:52
რა შემთხვევაში არ ტარდება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია და რა უნდა გაითვალისწინოთ აცრამდე

საქართველოში მოქალაქეთა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამ დროისთვის ოთხი სხვადასხვა ვაქცინით მიმდინარეობს. ხშირად მოქალაქეები აცრისგან თავის შეკავების მიზეზად ალერგიულობას, დამატებითი კვლევების საჭიროებას და კიდევ არაერთ ნიუანსს ასახელებენ. GMnews თითოეული ვაქცინის მაგალითზე გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რა შემთხევაში არ შეიძლება ვაქცინაცია.

პფაიზერ-ბიონტექის მ-რნმ ვაქცინა (Pfizer-BionTech) - 16 წელზე უმცროსი ასაკი; ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე განსაკუთრებით პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) ან მონათესავე მოლეკულებზე; ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება; ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე. COVID 19-ის  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 1 თვე (30 დღე); გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე).  COVID 19-ის  გადატანილ პირებში მონოკლონური ანტისხეულებით ან რეკონვალესცენტის პლაზმით ჩატარებული მკურნალობა - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მკურნალობის დასრულებიდან სულ ცოტა 90 დღით, მკურნალობისა და ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხების ინტერფერენციის თავიდან არიდების მიზნით; ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე. 

ასტრაზენეკას ვექტორული ვაქცინა (AstraZeneca) - 45 წელზე უმცროსი ასაკი; ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე; ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება; ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (HITT ან HIT type 2); გავრცობილი ვენური და/ან არტერიული თრომბოზი თრომბოციტოპენიის ფონზე, რომელიც განვითარებული იყო  COVID 19-ის  ნებისმიერი ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ, ასტრაზენეკას ვაქცინით მეორე დოზა არ კეთდება; ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე. COVID 19-ის  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 1 თვე (30 დღე); გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე); ნებისმიერ სხვა აცრასა  და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს; გამონაკლისია ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე; კაპილარული გაჟონვის სინდრომის - CLS მქონე პირებში.

სინოფარმის ინაქტივირებული ვაქცინა (Sinopharm) - 18 წელზე უმცროსი ასაკი; ალერგიული რეაქცია ვაქცინის აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე; ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება. ასევე, აცრა არ კეთდება, თუ პირველი დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა არასასურველი რეაქცია ნერვული სისტემის მხრიდან; ალერგიული რეაქცია ნებისმიერ ადრე მიღებულ ვაქცინაზე (მწვავე ალერგიული რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და სხვა); არაკონტროლირებადი ეპილეფსია ან სხვა პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება და ისტორიაში გიენ-ბარეს სინდრომი; სერიოზული ქრონიკული დაავადების ტერმინალური სტადია ან ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს ნებისმიერ დროს; ორსულობა; ძუძუთი კვება; ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი)  მძიმე მწვავე დაავადება - ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე; COVID 19-ის  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 1 თვე (30 დღე); გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. (მინიმალური ინტერვალია 120 დღე); იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით; ნებისმიერ სხვა აცრასა  და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს; გამონაკლისია ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო  პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე. 

სინოვაკის ინაქტივირებული ვაქცინა (Sinovac) - 18 წელზე უმცროსი ასაკი; ალერგიული რეაქცია ვაქცინის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. აღნიშნულ შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება; ორსულობა; ძუძუთი კვება; ცხელებით მიმდინარე (38,5°C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება; ქრონიკული დაავადების გამწვავება; COVID-19-ის  ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 1 თვე (30 დღე); გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომლებიც COVID 19 ინფექციის დროს მკურნალობდნენ კონვალესცენტური პლაზმით და პირები, რომლთაც მწვავე პერიოდში ჰქონდათ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (მინიმალური ინტერვალია 120 დღე); იმუნოგლობულინის მიღების შემდეგ COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 1 თვის ინტერვალით; ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს. გამონაკლისია ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიული) და ტეტანუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება ინტერვალის დაცვის გარეშე.

სულ ქვეყანაში 1 065 848 აცრაა ჩატარებული, მათგან სრულად ვაქცინირებულია 331 736 პირი.

კვირის ამბები