საზოგადოება
26.08.2021 10:42
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალურად შემქნილი ვებ.გვერდი Stopcov.ge ავრცელებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 532 171-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 124 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 540 შემთხვევა, აჭარა - 494, იმერეთი - 462, ქვემო ქართლი - 312, შიდა ქართლი - 274, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 361, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200.

კვირის ამბები