გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გზის სავალი ნაწილი იმდენად დაზიანებული იყო, რომ გადადგილება უჭირდათ სატრანსპორტო საშუალებებსაც და ქვეითებსაც.
აღნიშნული ინფრატსრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო გზის 330 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ჯამში, გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციას 101 695 ლარი მოხმარდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ განხორციელებულა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში