საზოგადოება
25.08.2021 14:30
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მთავრობა ქვეყანაში Johnson & Johnson-ის ერთდოზიანი ვაქცინის შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.
გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის სამუშაოებს ორი მიმართულებით ახორციელებს - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოვაქს პლატფორმა და ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც ქვეყნებს შორის ვაქცინების გაზიარებას ითვალისწინებს.
„რაც შეეხება Johnson & Johnson ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ კოვაქსის პლატფორმის გზით და ასევე ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების მექანიზმით. ვაქცინების დოზები და შემოტანის ვადები დაზუსტდება უახლოეს ვადებში და როგორც კი დაზუსტდება, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო სექტემბერში სავარაუდოდ გერმანიისგან მიიღებს Johnson & Johnson-ის ვაქცინის 50 000 დოზას.
კვირის ამბები