სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება, რას ითვალისწინებს პროექტი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელი სკრის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული განახლების პარალელურად, მოეწყობა ეზო, სათამაშო მოედანი და შენობის მიმდებარედ არსებული შიდა გზები.
რაც შეეხება შესასრულებელი სამუშოებისთვის საჭირო თანხებს, პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ სკრის საბავშვო ბაღის შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მას შემდეგ, ნაგებობას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება განახლებულ სასწავლო წელს პატარები განახლებულ და თანამედროვე შენობაში შეხვდებიან.